ლევან ცქიტიშვილი: “მოსახვედრს უნდა მოხვდეს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისის წინ დაპირისპირება მოხდა – აქტივისტებს ყოფილი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე და სფფ-ს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

აქტივისტების სურვილი იყო, რომ მათ ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნი “ცხოველების ფერმა” შეეტანათ, რაც ერთგვარი პროტესტი იყო იმაზე, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოფილმა ფეხბურთელებმა და სახელოვნებო წრის წარმომადგენლებმა სტადიონიდან უპრობლემოდ უყურეს.

ვეტერანი ფეხბურთელები და სფფ-ს თანამშრომლები აქტივისტებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო) 1

“ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორი” – ჯორჯ ორუელი.


განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სფფ-ს თანამშრომელი, ლევან ცქიტიშვილი, რომელმაც აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის დასრულების შემდეგ, ლევან ცქიტიშვილმა ასეთი განმარტება გააკეთა: “მოსახვედრს უნდა მოხვდეს”.

იხილეთ ვიდეო

ლევან ცქიტიშვილი: “მოსახვედრს უნდა მოხვდეს”

სტატიის ავტორი
-