ლოგან პოლმა MMA-სგან სენსაციური შეთავაზება მიიღო

იუთუბერი ლოგან პოლისა და ფლოიდ მეივეზერის დაპირისპირების შემდეგ, პოლის შემოსავალმა და პოპულარობამ პიკს მიაღწია. სახელოვან მოკრივესთან დაპირისპირების შემდეგ, ლოგან პოლმა MMA-სგან სენსაციური შეთავაზება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) წარმომადგენლები, იუთუბერს ოქტაგონზე პროფესიონალური დებიუტის შესაძლებლობას სთავაზობენ. ბელატორის პრომოუტერი – სკოტ კოკერი, ლოგან პოლის 8-რაუნდიანი ბრძოლით აღფრთოვანებულია და იუთუბერის “გალიაში” ხილვის სურვილი აქვს.

“დარწმუნებით შემიძლია გიპასუხოთ, რომ მასთან კონტრაქტს სიამოვნებით გავაფორმებ.”

“ფლოიდ მეივეზერთან გამართული დრამატული ბრძოლის დროს, პოლმა ათლეტური შესაძლებლობები ნათლად წარმოაჩინა – ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ადრეულ წლებში ჭიდაობის დიდი გამოცდილების დაგროვება შეძლო. თუ პოლს MMA-ში დებიუტის სურვილი გაუჩნდება, კონტრაქტს სიამოვნებით შევთავაზებთ”, – აღნიშნა სკოტ კოკერმა.

ლოგან პოლმა MMA-სგან სენსაციური შეთავაზება მიიღო

სტატიის ავტორი
-