“პარის სენ-ჟერმენის” და ტიაგო სილვას გზები საბოლოოდ გაიყარა. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი კაპიტანმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და მისი კარიერას მომდევნო კლუბი ცნობილი მალე გახდება. უდიდესი ალბათობით, 34 წლის ფეხბურთელო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდება.
“მადლობა კაპიტანო. შენ ამ კლუბის ისტორია შექმენი. ლურჯი და წითელი სიცოცხლის ბოლომდე”, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა პარიზული კლუბი კაპიტანს.
Tu as marqué l'histoire du Club
Rouge et Bleu à vie
À jamais dans nos coeursBoa continuação @tsilva3 ✊ pic.twitter.com/kzIOsXYWvT
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) August 27, 2020
ტიაგო სილვა “პსჟ-ში” 2012 წელს, “მილანიდან” გადაბარგდა და გუნდის მაისურით ჩატარწბულ 315 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. მან კლუბთან ერთად 25 ტიტული მოიგო, მათ შორის 7-ჯერ საფრანგეთის ლიგა 1.