მაიკ ტაისონი რინგზე ოფიციალურად ბრუნდება

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს საკმაოდ დიდი იმედები ჩაესახათ იმისა, რომ რინგზე მაიკ ტაისონის ხილვის შესაძლებლობა კიდევ ექნებათ, ეს ყველაფერი თავად მოკრივეს სოციალური ქსელიდან გამოიკვეთა.

54 წლის ტაისონი, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, აღნიშნულ ასაკში კვლავ შესაშნიშნავ ფორმაშია, აანონსებს, რომ რინგზე ბრუნდება.

თავდაპირველი ცნობის თანახმად, რომელიც ამჟამადაც ძალაშია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე რინგზე საბრძოლველად მასზე 20 წლით უმცროს მორაგბეს – სონი ბილ უილიამსს იწვევს, რომელსაც რინგზე საკუთარი თავი 7-ჯერ ჰყავს გამოცდილი და ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მაიკის გამოწვევა სონი ბილ უილიამსის მიმართ კვლავ ძალაში რჩებოდა,  გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს ტაისონი რინგზე მის სახელთან მკაფიოდ დაკავშირებულ მეტოქეს შეხვდება, ეს გახლავთ – ევანდერ ჰოლიფილდი, თუმცა დრომ გამოკვეთა, რომ ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

საბოლოოდ, დიდი ხნის შემდეგ გამოირკვა, რომ ლეგენდარული მაიკის მეტოქე როი ჯონსი იქნება, რომელსაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა, თუმცა პირველ რიგში ტაისონის მონაცემებს გაგაცნობთ:


მაიკ ტაისონი რინგზე ოფიციალურად ბრუნდება 1

ფოტოზე: მაიკ ტაისონი, როი ჯონსთან ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე (2020, ნოემბერი)


მაიკ ტაისონს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში რინგზე 58 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 50 შემთხვევაში გამარჯვებული თავად აღმოჩნდა (44 ნოკაუტი), 6-ჯერ დამარცხდა, 2-შემთხვევაში კი მსაჯების გადაწყვეტილებამდე საქმე არ მისულა (No contests).

როგორც ზემოთმოცემულ ფოტოზე ხედავთ, ძალიან დიდი შრომის შედეგად “რკინის მაიკი” შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ხვდება ბრძოლას.

28 ნოემბერს მაიკ ტაისონის მეტოქე როი ჯონსი იქნება. როი ჯონსის პროფესიონალური კარიერა 75 ორთაბრძოლას მოიცავს, რომელთაგან მოკრივემ 66 შემთხვევაში იმარჯვა. 66 მოგებული ბრძოლიდან კი ჯონსმა 47-ჯერ მოახერხა მეტოქის “დანოკაუტება”.

51 წლის ამერიკელი მოკრივე მსგავსად მისი მეტოქისა, საკმაოდ ბევრს შრომობს იმისათვის, რომ ბრძოლას კარგ ფიზიკურ მზაობაში შეხვდეს.


რას ფიქრობენ ექსპერტები?


მაიკ ტაისონი რინგზე ოფიციალურად ბრუნდება 2

ექსპერტების უდიდესი ნაწილის აზრით, ისტორიული შეხვედრის ფავორიტად, მაიკ ტაისონია მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ “რკინის მაიკი” მის მეტოქეზე 3 წლით უფროსია და 15 წელია რინგზე არ მდგარა, ის მაინც ინარჩუნებს ფავორიტის სტატუსს…

მაიკ ტაისონი რინგზე ოფიციალურად ბრუნდება

სტატიის ავტორი
-