მაკგრეგორი ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ემზადება

კონორ მაკგრეგორი UFC-ის ეგიდით მორიგ შეხვედრას, რომ გამართავს საყოველთაოდ ცნობილი მოვლენა გახდა, მისი მომდევნო მეტოქე დონალდ “კოვბოი” სერონი იქნება.

მოგეხსენებათ, რომ კონორ მაკგრეგორი UFC-ის ლეგენდად მიიჩნევა. ირლანდიელი სერონის წინააღმდეგ ბრძოლას ისე უყურებს და ისეთი შემართებითაა, როგორც დიდებულ მებრძოლს შეეფერება, მან სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა სურათი, სადაც სააშკარაოს ხდის, რომ ბრძოლამდე გარკვეული პერიოდით ადრე 100%-ით სწორ კვებაზე გადავიდა.

“სწრაფი კვების ობიექტების და მსგავსი ტიპის საკვებს არ მივირთმევ. მივირთმევ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს, 100%-ით ნატურალურს – ხორცს და ბოსტნეულს. ყოველთვის ვცდილობ, რომ ბრძოლამდე ზუსტად იმ კონდიციას მივაღწიო, რაც ჩემთვის იდეალური იქნება. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ბრძოლამდე გარკვეული პერიოდით ადრე ყავით და კრუასანით ინებივრონ”, – განაცხადა კონორ მაკგრეგორმა.

მაკგრეგორი ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ემზადება 1

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორისა და დონალდ “კოვბოი” სერონის ბრძოლა 2020 წლის 18 იანვარს გაიმართება.

მაკგრეგორი ბრძოლისთვის განსაკუთრებულად ემზადება

სტატიის ავტორი
-