მებრძოლი რომელიც აგვისტოში დაანოკაუტეს გარდაიცვალა

38 წლის ჯასტინ ტორნთონი, რომელიც აგვისტოში დაანოკაუტეს გარდაიცვალა. BKFC 20-ის ივენთზე, ტორნტონი ნოკაუტით დამარცხდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. BKFC-ს პრეზიდენტმა – დეივ ფელდმანმა მებრძოლის გარდაცვალება ორშაბათს დაადასტურა.

“საზარელი ამბავი შეგვატყობინეს. ჩვენი მებრძოლი – ჯასტინ ტორნთონი, რომელიც 2021 წლის 20 აგვისტოს BKFC 20-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე მონაწილეობდა გარდაიცვალა. ვუერთდებით სპორტულ საზოგადოებას და მის ოჯახის წევრებს სამძიმარს ვუცხადებთ. მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ. ეს დიდი დარტყმაა”, – აღნიშნა დეივ ფელდმანმა.

მებრძოლი რომელიც აგვისტოში დაანოკაუტეს გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-