მერაბ დვალიშვილი UFC-ის ტოპ-15 მებრძოლში შევიდა

UFC-ის განახლებულ რეიტინგში, ქართველი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიახლეა. ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის (BANTAMWEIGHT) 15 საუკეთესო მებრძოლს შორის, მერაბ დვალიშვილი მოხვდა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა შეძლო. მერაბ დვალიშვილს TAKEDOWN-ების ერთ-ერთი საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს (7.8) და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის საუკეთესო 15 მებრძოლს შორის დამსახურებულ ადგილს იკავებს.

ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის (BANTAMWEIGHT) ჩემპიონის ტიტულს პეტრ იანი ფლობს, პირველ ადგილს კი მარლონ მორაეში იკავებს.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ტოპ-15 მებრძოლში შევიდა 1

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ტოპ-15 მებრძოლში შევიდა

სტატიის ავტორი
-