მერაბ დვალიშვილმა საკუთარ წონაში 5 ადგილით წინ წაიწია | ქართველი მებრძოლი TOP 10-შია

26 სექტემბერს, UFC 266-ის ივენთზე მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაეში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მებრძოლმა მეტოქის დამარცხებით სულ 120 000 დოლარი გამოიმუშავა – 50 ათასი დოლარი სანახაობის ბონუსი, 32 ათასი დოლარი გარანტირებული თანხა, 32 ათასი დოლარი მოგების ბონუსი, 6 ათასი დოლარი სპონსორისგან.

ზემოთხსენებული გამარჯვების შედეგად დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მე-11 პოზიციიდან მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც ერთმნიშვნელოვნად დიდი წარმატებაა.


მერაბ დვალიშვილმა საკუთარ წონაში 5 ადგილით წინ წაიწია | ქართველი მებრძოლი TOP 10-შია 1

UFC სუპერმსუბუქი წონის რეიტინგი


მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ, Instagram-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილის – უმარ ნურმაგომედოვის პოსტი გავრცელდა. დაღესტნელი მებრძოლი იმედს გამოთქვამს, რომ ოდესმე დვალიშვილს ოქტაგონზე დაუპირისპირდება.

“თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ. ოდესმე”, – აღნიშნა უმარ ნურმაგომედოვმა.

UFC-ში უმარ ნურმაგომედოვის დებიუტი 2021 წლის 20 იანვარს შედგა. დაღესტნელმა სერგეი მოროზოვი დაამარცხა და ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც ნურმაგომედოვმა UFC-ში გამართა.

ამრიგად, მერაბ დვალიშვილის წინსვა UFC-ში ყველასათვის ნათელია, ქართველი კი სულ უფრო სასურველი ოპონენტი ხდება რიგი მებრძოლებისათვის.

მერაბ დვალიშვილმა საკუთარ წონაში 5 ადგილით წინ წაიწია | ქართველი მებრძოლი TOP 10-შია

სტატიის ავტორი
-