მესის ეფექტი – რეიმსის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ მასთან ფოტოები გადაიღეს | PHOTO

29 აგვისტოს, “პსჟ”-ს შემადგენლობაში ლეო მესის დებიუტი შედგა, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა. მის გამოჩენას “რეიმსის” გულშემატკივრები ომაციებით და შეძალიხებით შეხვდნენ. საბოლოოდ, მატჩი პარიზული გრანდის გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, რეიმსის ფეხბურთელებმა ლეო მესი სტადიონზე დატოვეს და მასთან ფოტოები გადაიღეს. “რეიმსის” მეკარე – პრედრაგ დაიროვიჩი ამ მხრივ გამორჩეული იყო. მან მესი სტადიონიდან არ გაუშვა, საკუთარი შვილი სტადიონზე შემოიყვანა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთან ფოტოები გადაუღო.

მესის ეფექტი - რეიმსის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ მასთან ფოტოები გადაიღეს | PHOTO 1

მესის ეფექტი - რეიმსის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ მასთან ფოტოები გადაიღეს | PHOTO 2

მატჩის შემდეგ, “რეიმსის” მეკარის მეუღლემ, მოდელმა – ანა რაიკოვიჩმა, სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე, მისი შვილისა და ლეო მესის ფოტო დადო, სადაც არგენტინელი ფეხბურთელი დათაგა და ფოტოსთვის საჯარო მადლობა გადაუხადა.

მესის ეფექტი - რეიმსის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ მასთან ფოტოები გადაიღეს | PHOTO 3

მესის ეფექტი – რეიმსის ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ მასთან ფოტოები გადაიღეს | PHOTO

სტატიის ავტორი
-