MMA-ს მებრძოლმა მსაჯი დაანოკაუტა | VIDEO

ბაჰრეინი MMA-ს სუპერთასს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 8 ქვეყანა იღებს. “ხალიფას სპორტულ ცენტრში” მიმდინარე ღონისძიებაზე, განსაკუთრებით სანახაობრივი ნახევარფინალური დაპირისპირებები გამოდგა.

ნახევარფინალურ წყვილში ბაჰრეინმა ყაზახეთი 5:3 დაამარცხა – მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ირლანდიასა და მექსიკას შორის შედგა, რომელიც ირლანდიელების გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ირლანდიისა და მექსიკის დაპირისპირების დროს, საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მექსიკელმა მებრძოლმა შემთხვევით მსაჯს თავის არეში მიაყენა დარტყმა და დაანოკაუტა.

MMA-ს სუპერთასის ფინალი (ბაჰრეინი – ირლანდია) 12 მარტს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს სუპერთასთან ერთად $100,000 გადაეცემა, ფინალში დამარცხებულს $75,000 ერგება, ხოლო მექსიკასა და ყაზახეთს შორის ბრინჯაოს მედლებისათვის გაიმართება ბრძოლა – მესამეადგილოსანი გუნდი $50,000 მიიღებს.

სტატიის ავტორი
-