მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური პრიზიორების ფულადი ჯილდოები გაიზარდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ქართველი ოლიმპიური პრიზიორების ფულადი ჯილდოები გაიზრდება.

ტოკიოში გაფრენამდე, ვერცხლისმედალოსნებისთვის 103 000 ლარი იყო გამოყოფილი, ახლა კი, პრემიერის თქმით, ისინი 500 000 ლარს მიიღებენ. მესამეადგილოსნები კი 68 ათასი ლარის ნაცვლად, 250 000 ლარით დაჯილდოვდებიან. უცვლელია ოქროსმედალოსნებისთვის გადასაცემი თანხა, რაც კვლავ 1 მილიონი ლარია.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და ასპარეზობა საერთო ჩათვლაში 33-ე პოზიციაზე დაასრულა. მედლების საერთო რაოდენობით ქართველმა სპორტსმენებმა 29-ე ადგილი დაიკავეს.


მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური პრიზიორების ფულადი ჯილდოები გაიზარდა (ვიდეო) 1

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური პრიზიორების ფულადი ჯილდოები გაიზარდა (ვიდეო)

| სხვა, სხვა |
სტატიის ავტორი
-