ნაგოია ბაშო ტოჩინოშინს ხვალ რთული მეტოქე ეყოლება

ცნობილი გახდა იმ მეტოქის ვინაობა ვისაც ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს რიგით მეხუთე დღეს დაუპირისპირდება, ეს მოქმედი ჩემპიონი ასანოიამაა. პირველ მაეგაშირასთან ბოლო შეხვედრა გულშემატკივარს სკანდალურად ახსოვს, მაშინ საჩემპიონო რბოლაში აქტიურად ჩართულ ლევან გორგაძეს აშკარა გამარჯვება ჯიბიდან ამოაცალეს.

ასანოიამა ჯერჯერობით 1 გამარჯვებითა და 2 მარცხითაა, გოეიდოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ იგი ჯერ ჰაკუჰოსთან შემდეგ კი კაკურიუსთან დამარცხდა. დღეს მისი მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი ტაკაიასუ იქნება, ტოჩინოშინი კი დაიეიშოს დაუპირისპირდება, ვისთანაც აქამდე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 6 გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ჯურიოს დივიზიონში გაგამარუ ვაკატაკაკაგეს შეხვდება.

ნაგოია ბაშო ტოჩინოშინს ხვალ რთული მეტოქე ეყოლება

სტატიის ავტორი
-