სუმოს სამყარო გამორჩეულად მაღალი დისციპლინითა და ქცევის სტანდარტებით გამოირჩევა, რაც ამ სპორტის მოყვარულთათვის არახალია. ბოლო პერიოდში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქცევის წესების დარღვევის გამო, იაპონური სუმოს ასოციაცია უმკაცრეს გადაწყვეტილებას იღებს. პანდემიის პირობებში სუმოს ასოციაციაში მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, რომელიც უმაღლესი ანუ მაკუუჩი დივიზიონის წევრმა, აბიმ დაარღვია, რის გამოც სუმოს მამების გადაწყვეტილებით მკაცრად დაისაჯა და რამდენიმე დივიზიონით […]