ნიკა შუშიაშვილის ნოვი ბეოგრადმა სერბეთის ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების წევრი, ნიკა შუშიაშვილი ,,ნოვი ბეოგრადთან” ერთად სერბეთის ჩემპიონი გახდა.

ფინალურ სერიაში, რომელიც ორ მოგებამდეა, ბელგრადელებმა ,,რადნიჩკი” 2:0 დაამარცხეს და ტიტული პირველად მოიპოვეს. გუშინდელი მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 14:14 დასრულდა, საბოლოოდ კი ,,ნოვი ბეოგრადმა” 17:15 იმარჯვა.

,,ნოვი ბეოგრადი” 2015 წელს დაარსდა და წელს უკვე მეორე ტურნირის გამარჯვებული გახდა – გასულ თვეს ნიკა შუშიაშვილის გუნდმა ადრიატიკის ლიგაც მოიგო, ქართველმა წყალბურთელმა ,,იადრანთან” ფინალურ შეხვედრაში 2 გოლის გატანაც მოახერხა.


ნიკა შუშიაშვილის ნოვი ბეოგრადმა სერბეთის ჩემპიონატი მოიგო

სტატიის ავტორი
-