ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

სლოვენიაში, ქალაქ ბლედში ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო პარტიები გაიმართა, სადაც ნონა გაფრინდაშვილი ინგლისელ დინაჰ ნორმანს დაუპირისპირდა.

გაფრინდაშვილმა ინგლისელი მეტოქე 74-ე სვლაზე დაამარცხა და ჯამში 11-დან 6 გამარჯვება მოუგროვდა, ხუთი კი ყაიმით დაასრულა. შესაბამისად, ნონა გაფრინდაშვილმა 8,5 ქულით პირველი ადგილი, +65 წლის ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის. ასევე, ლეგენდარული მოჭადრაკე უხუცესია მათ შორის, ვისაც ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.

 

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

სტატიის ავტორი
-