ნურმაგომედოვი სოხუმში მასტერკლასს გამართავს

UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი – ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასს გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას sova.news-ი ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ხაბიბ ნურმაგომედოვი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს (1ივნისი) ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში მასტერკლასს გამართავს.

ანონსის თანახმად, ნურმაგომედოვის მასტერკლასი სოხუმში, “დინამოს” სტადიონზე, 1 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება.


ნურმაგომედოვი სოხუმში მასტერკლასს გამართავს 1

ნურმაგომედოვი სოხუმში მასტერკლასს გამართავს

სტატიის ავტორი
-