პარალიმპიადა 2020 – ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე ფინალში იასპარეზებენ

დღეს ტოკიოს პარალიმპიადაზე ორი ქართველი პარაძიუდოისტი – ინა ქალდანი (-70კგ) და რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ) ასპარეზობს. ორივე სპორტსმენმა ფინალამდე გზა წარმატებით გაიარა.

ინა ქალდანმა მექსიკელი და იაპონელი მეტოქეების დამარცხება შეძლო, ფინალში კი ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდება.

ჩიკოიძემ მერვედფინალში იაპონელ მეტოქესთან იმარჯვა, ნახევარფინალში კი – უზბეკთან. ქართველი პარაძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაში მოჰამად ხეიროლაზადეს (ირანი) დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 11:30 საათიდან დაიწყება.


პარალიმპიადა 2020 – ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე ფინალში იასპარეზებენ

| სხვა, ძიუდო |
სტატიის ავტორი
-