პოკერის ქართული ნაკრები მონტე-კარლოშია

26-30 აპრილს მონტე-კარლო პოკერის პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც პოკერის მსოფლიო ვარსკვლავები და არაერთი გამორჩეული მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.

“პოკერის ქართული ნაკრები”, რომელიც უძლიერესი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული მონტე-კარლოში 26 აპრილს, გამთენიისას გაემგზავრა. ქართველი მოთამაშეები ტურნირში 27 აპრილს ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ “პოკერის ქართული ნაკრები” ძირითად ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომლის “ბაი-ინი” 1,100 ევროს შეადგენს. მონტე-კარლომ წლების განმავლობაში პოკერის არაერთ განსაკუთრებულ ტურნირს უმასპინძლა, თუმცა წლევანდელ ტურნირს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი, რადგან დადასტურებულია, რომ ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს გამორჩეული მოთამაშეები მიიღებენ.

შეგახსენებთ, “პოკერის ქართული ნაკრები” ტურნირში 10-კაციანი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.

“პოკერის ქართული ნაკრების” შემადგენლობა

ოთარ გურგენიძე, ბექა კოპალეიშვილი, გიორგი მდივანი, ედვინ ვოლჟანი, დავით ჩოჩიშვილი, ლევან ძიძიკაშვილი, შოთა საკანდელია, გიორგი გოგოლაძე, ივანე კვინიკაძე, გიორგი კახაბერიძე.

belive ქართველი მოთამაშეების შესახებ სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას.

პოკერის ქართული ნაკრები მონტე-კარლოშია

სტატიის ავტორი
-