ჩეხეთის პოლიცია ცდილობს დაადგინოს იმ მძღოლის ვინაობა, რომელიც ავტობანზე GP2 (ფორმულა 2) ბოლიდით გადაადგილდებოდა. ჩეხეთში, პრაღის სამხრეთ-დასავლეთით, D4 ავტობანზე ფერარის ბოლიდის დანახვა ნამდვილად დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.
უჩვეულო სანახაობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს სიჩქარის ლიმიტი არ დაურღვევია – ავტობანზე, მსგავსი ბოლიდით გადაადგილება აკრძალულია. იდენტიფიცირების შემთხვევაში, კანონის დამრღვევი 10,000 ევროს ოდენობის თანხით დაჯარიმდება.
Someone took an old GP2 car on a highway joyride in the Czech Republic.
Police have not been able to identify the driver and are looking for him.
📸: @MigueluVe pic.twitter.com/rNgr8j87H0
— Dan – EngineMode11 (@EngineMode11) August 14, 2022
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც ჩეხეთში მოხდა. 2019 წელს, ეს ბოლიდი იგივე ავტობანზე შენიშნეს, თუმცა, მაშინ მძღოლი დაჯარიმებას გადაურჩა, რადგან მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.