პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ

GOAL.COM-ის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში, ნახევარდაცვის ხაზში “ჩელსის” ახალწვეულები დომინირებენ. პრემიერლიგაში ახალდაბრუნებული “ფულემის” რიგებში კი თავი დუბლით ალექსანდრ მიტროვიჩმა გამოიჩინა. ლონდონელებმა მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 1

#1  მეკარე | მეთ რაიანი (ბრაიტონი)

სიმბოლური გუნდის კარს “ბრაიტონელი” მეთ რაიანი იცავს, რომელმაც პრემიერლიგის ლიდერ “ლივერპულთან” მატჩში საკუთარი გუნდის კარი 6-ჯერ იხსნა. “ბრაიტონი” “ლივერპულთან” 1-0 დამარცხდა და ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს. 

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 2

#2  მარჯვენა მცველი | სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი)

ასპილიკუეტა მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა მეტოქისთვის მარჯვენა ფლანგზე. „ჩელსის“ ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი გამჭოლი პასი მას ეკუთვნის (5) – სესარის პასების 91.1% ზუსტად იყო შესრულებული.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 3

#3  ცენტრი | ჰარი მაგუაიერი (ლესტერი)

ჰარი მაგუაიერმა გოლი 96-ე წუთზე გაიტანა. მისმა გუნდმა კი პრემიერლიგის ისტორიაში მეოთხედ, ხოლო 2015 წლის შემდეგ კი პირველად შეძლო დამატებით დროში გამარჯვების მოპოვება.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 4

#4  ცენტრი | უილი ბოლი (ვულვზი)

გასული წლის ჩემპიონის კარში გატანილი გოლის გარდა, უილი ბოლის ანგარიშზე 5 სახიფათო შეტევის წამოწყება და 2 ბლოკია.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 5

#5  მარცხენა მცველი | მარკოს ალონსო (ჩელსი)

მარკოს ალონსომ  “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში რეკორდი დაამაყარა – ესპანელი მცველი ბურთს 108-ჯერ შეეხო. თანაგუნდელებთან შედარებით, მან ყველაზე ბევრი სახიფათო შეტევა წამოიწყო.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 6

#6  ცენტრალური ნახევარმცველი | ჟან მიშელ სერი (ფულჰემი)

ჟან მიშელ სერმა  “ფულჰემის” რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. კოტ-დ’ივუარელი ნახევარმცველის პირველივე დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 7

#7  ცენტრალური ნახევარმცველი | ჟორჟინიო (ჩელსი)

ფერნანდინიოს გარდა, 2003-04 წლების სეზონიდან მოყოლებული, პრემიერლიგის მასშტაბით არცერთი ფეხბურთელი არ შეხებია ბურთს 186-ზე მეტჯერ ერთი მატჩის განმავლობაში, თუმცა გუშინ “სიტის” ბრაზილიელი ნახევარმცველის შედეგი ჟორჟინიომ გაიმეორა.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 8

#8  ცენტრალური ნახევარმცველი | მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი)

“ნიუკასლთან” გამართულ მატჩში,რომელიც 2-1 დასრულდა არისტოკრატების სასარგებლოდ, კოვაჩიჩმა სულ 104 გადაცემა გააკეთა, აქედან 96 ზუსტი გამოდგა (92.3%). თანაგუნდელებთან შედარებით, ხორვატი მეტ შანსებს ქმნიდა და აქტიურობდა.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 9

#9  თავდამსხმელი | ანდრე შურლე (ფულჰემი)

ანდრე შურლემ „ფულჰემის“ რიგებში პირველი გოლი გაიტანა. „ფულჰემმა“კარის მიმართულებით სულ 11-ჯერ დაარტყა, მე-11 დარტყმა შურლესთვის იღბლიანი აღმოჩნდა.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 10

#10  თავდამსხმელი | ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი)

“ფულჰემში” მიტროვიჩს დებიუტიდან დღემდე 15 გოლი აქვს გატანილი. ამ დროისთვის პრემიერლიგაში მსგავსი შედეგი მხოლოდ მოჰამედ სალაჰს აქვს დაფიქსირებული (15).

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ 11

#11  თავდამსხმელი | უილფრიდ ზაჰა (კრისტალ პალასი)

უილფრიდ ზაჰა “კრისტალ პალასის” ისტორიაში, პრემიერლიგის ეგიდით საუკეთესო ბომბარდირია: მის ანგარიშზე 24 გოლია. ზაჰამ კრის არმსთრონგის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც “არწივების” რიგებში 23 გოლი აქვს გატანილი.

პრემიერლიგის კვირის სიმბოლურში, ჩელსის და ფულჰემის ფეხბურთელები დომინირებენ

სტატიის ავტორი
-