პროფესიონალურ დარტსში ვან დერ ვაარტის დებიუტი შედგა

“აიაქსის,” “ტოტენჰემისა” და “რეალის” ყოფილმა ნახევარმცმელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სხვა სპორტში გადაინაცვლა – მისი დებიუტი დარტსში ქალაქ ესბიერში, BDO-ს დანიის ღია პირველობაზე შედგა.

აღსანიშნავია, რომ ვან დერ ვაარტის დებიუტი წარმატებულიც გამოდგა – მან დანიელ ტომას ანდერსონს ანგარიშით 4:2 მოუგო, თუმცა შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მეორეადგილოსან პერ ლაურსენთან უშანსოდ დამარცხდა (4:0).

36 წლის ვან დერ ვაარტი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა, ქალაქ ესბიერში ჰოლანდიელ ხელბურთელ ესტავანა პოლმანთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ადგილობრივ გუნდში თამაშობს.

იხილეთ ვიდეო

პროფესიონალურ დარტსში ვან დერ ვაარტის დებიუტი შედგა 1

პროფესიონალურ დარტსში ვან დერ ვაარტის დებიუტი შედგა

სტატიის ავტორი
-