ყველაზე გიჟური ბრძოლა MMA-ს ისტორიაში?! | VIDEO

შერეული საბრძოლო ხელოვნება (MMA) საკმაოდ ბრუტალურია და სპორტის სხვა სახეობებისაგან აგრესიულობით განსხვავდება. UFC-სა და მისი მსგავსი ორგანიზაციების ძალისხმევით, გულშემატკივრებმა უამრავი განსაკუთრებული ბრძოლა იხილეს.

პრომოუტერებსა და ფანებს რკინის გალიასა და ოქტაგონზე – ინტენსიური და დრამატული ბრძოლების ხილვა სურთ. “საზოგადოების დაკვეთას” ორგანიზაციის მებრძოლები იდეალურად ასრულებენ. შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ოქტაგონი სისხლიანი დაპირისპირებებისა და ბრუტალური ნოკაუტების ცენტრად იქცევა.

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ კადრებს, საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ტურნირის ორგანიზატორები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მებრძოლებს თვალები აუხვიეს. უჩვეულო დაპირისპირება, რომელშიც 4 მებრძოლი ვიხილეთ, უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე გიჟური ბრძოლა MMA-ს ისტორიაში.

ყველაზე გიჟური ბრძოლა MMA-ს ისტორიაში?! | VIDEO

სტატიის ავტორი
-