რაიან ბაბელი პრემიერლიგაში ბრუნდება

ჰოლანდიელი ფორვარდი, რაიან ბაბელი, რომელიც ამჟამად თურქულ “ბეშიქთაშში” თამაშობს, პრემიერლიგას უბრუნდება – ცნობილია, რომ ბაბელის დამატება იჯარის წესით ლოდონის “ფულჰემს” სურს და ორ მხარეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

32 წლის ბაბელი პრემიერლიგაში ბოლოს “ლივერპულის” მაისურით ასპარეზობდა – ჰოლანდიელი შემტევი ნისლიან ალბიონზე 2007–2011 წლებში თამაშობდა.

“ფულჰემის” მწვრთნელი ამჟამად კლაუდიო რანიერია – იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც “ლესტერთან” ერთად, სრულიად მოულოდნელად, საოცარ შედეგს მიაღწია და პრემიერლიგის თასი ასწია. ახლა კი, რანიერი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას და “ფულჰემის” გასავარდნი ზონიდან გამოყვანას ცდილობს.

 

 

რაიან ბაბელი პრემიერლიგაში ბრუნდება

სტატიის ავტორი
-