რომან დოლიძის მომდევნო ბრძოლის თარიღი ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი – რომან დოლიძე, ორგანიზაციაში მომდევნო ბრძოლას 14 ნოემბერს, ლას ვეგასში, ერიკ ანდერსის წინააღმდეგ გამართავს. UFC Fight Night-ზე დოლიძისა და ანდერსის დაპირისპირება შედგება.

აღსანიშნავია, რომ დოლიძე UFC-ში რიგით მეხუთე ბრძოლას გამართავს. განვლილი 4 დაპირისპირებიდან, რომან დოლიძემ 3 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთ ბრძოლაში დამარცხდა. 34 წლის ერიკ ანდერსს MMA-ში გამართული 19 ბრძოლიდან 14 მოგება და 5 მარცხი აქვს.

რომან დოლიძის მომდევნო ბრძოლის თარიღი ცნობილია

სტატიის ავტორი
-