ალჯამაინ სტერლინგმა წონის შეცვლა კიდევ ერთხელ დააანონსა

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამაინ სტერლინგმა ESPN MMA-სთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და წონის შეცვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.

“დავამარცხებ სეხუდოს. დავამარცხებ ო’მალის. ავალ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში, შევებრძოლები ვოლკანოვსკის ან როდრიგესს. ამის შემდეგ, შეიძლება, ერთხელ დავიცვა ქამარი და შემდეგ ყველაფერი დასრულდება.” – განაცხადა იამაიკელმა ჩემპიონმა.

აღნიშნული ინფორმაცია, ქართველი გულშემატკივარისთვის საკმაოდ საინტერესოა, რადგან მერაბი სწორედ სტერლინგის წონაში იბრძვის. ვინაიდან, ალჯო და მერაბი ძალიან ახლო მეგობრები არიან, ერთმანეთის წინააღმდეგ სატიტულო ბრძოლაზე უარს ამბობენ. თუ, სტერლინგი საკუთარ კარიერას ისე წარმართავს როგორც ამბობს, ეს დვალიშვილს ხელ-ფეხს გაუხსნის და ქამრისთვის ბრძოლას აუცილებლად მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლაში რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და UFC-ში მე-9 გამარჯვება მოიპოვა. იანის დამარცხებით, მერაბმა პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და საჩემპიონო ბრძოლას უფრო მიუახლოვდა.

ალჯამაინ სტერლინგმა წონის შეცვლა კიდევ ერთხელ დააანონსა

სტატიის ავტორი
-