დანა უაითს შონ ო’მალისთვის საინტერესო გეგმები აქვს

UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი მზადაა შონ ო’მალი ახალ დონეზე აიყვანოს.

ამისთვის შონს ერთადერთი რამ ევალება, დაამარცხოს პედრო მუნიოსი. აღნიშნული ორთაბრძოლა შაბათ საღამოს, ლას-ვეგასში, T-Mobile Arena-ზე გაიმართება.

ამ შეხვედრის წარმატებით დასრულების შემდეგ ო’მალი TOP 10-ის მებრძოლს შეხვდება.

თუ ო’მალი მოიგებს ამ ბრძოლას  ამით ის მოხვდება TOP 10-ში. შემდეგ თქვენ მას იხილავთ ისეთ ბიჭებთან, როგორებიც არიან სონგ იადონგი, რობ ფონტი, მერაბ დვალიშვილი,  ჟოზე ალდო და ა.შ. – განაცხადა დანა უაითმა Yahoo Sports-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო მერაბ დვალიშვილს აგვისტოში დაუპირისპირდება.

ო’მალიმ, რომელიც 27 წლისაა, 2017 წლის ზაფხულში უაითის Contender Series-ის პირველ სეზონზე საოცრად იასპარეზა და ახლა უკვე UFC-ში იბრძვის. მან რვა ბრძოლა ჩაატარა და აქედან 7 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. შონს ბოლო სამი ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული.

მუნიოსი საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია. მას პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 26 ბრძოლა აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ პედრომ ბოლო 5 ორთაბრძოლიდან 4 წააგო.

დანა უაითს შონ ო’მალისთვის საინტერესო გეგმები აქვს

სტატიის ავტორი
-