მერაბ დვალიშვილმა მწვრთნელ მეთ სერასთან ერთად გასულ კვირას გამართული UFC-ის ბრძოლები შეაფასა. ცხადია, ქართველმა მებრძოლმა თანამემამულის, ილია თოფურიას გამარჯვებაზეც ისაუბრა.
“ლონდონში ჩატარებულ ბრძოლებში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. გარდა ერთი გამონაკლისისა – ჯეი ჰერბერტმა ილია თოფურიას თითქმის მოუგო. მან ძალიან მაგრად იბრძოლა და დაპირისპირებაში დაბრუნება მოახერხა. უნდა ვთქვა, რომ ქართველები სხვანაირად ვართ აგებულნი. ნოკდაუნის შემდეგ, ილიამ მოახერხა და მეტოქე დაანოკაუტა. ეს ფენომენალურიამ,” – ამბობს მერაბ დვალიშვილი.
კომენტარი გააკეთა მერაბის მწვრთნელმა, მეთ სერამაც: “დარბაზში 15 ქართველი ბიჭი გვყავს და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები ძალიან მიყვარს. ისინი ერთმანეთზე უკეთესი ადამიანები არიან. მერაბის გარდა, ვიცნობ თორნიკე ნაგლიაშვილსაც, რომელიც შეუჩერებელია. ქართველები ძალიან თავმდაბალი და კარგი ხალხია.”