გურამ ქუთათელაძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

Blockasset-მა ქართველ მებრძოლზე, გურამ ქუთათელაძეზე, დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

ფილმის სათაური გურამის ფრაზაა: “ომში დაბადებული” (Born in war). ქართველი მებრძოლი ამ სიტყვებით საკუთარ თავს ახასიათებს და ამბობს, რომ რთული ცხოვრების გავლა მოუწია. ფილმი საქართველოშია გადაღებული და შეგვიძლია ვნახოთ გურამის ბავშვობის სახლი, მისი ვარჯიში, გურამის მწვრთნელის კომენტარი მასზე და კიდევ ბევრი საინტერესო რამ. ქართველი მებრძოლი, ასევე,  ემოციურად იხსენებს თუ, როგორ მიიღო პირველი შეთავაზება UFC-სგან.

გურამ ქუთათელაძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს 1

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძემ UFC-ში ერთი ბრძოლა ჩაატარა და გაიმარჯვა, მატეუშ გამროტის წინააღმდეგ.

გურამ ქუთათელაძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

სტატიის ავტორი
-