ისლამ მახაჩევს 2 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

Sportskeeda-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისლამ მახაჩევს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. აღნიშნული გამოცემის თანახმად, კავკასიელი მებრძოლი აკრძალული ნივთიერების მიღებისთვის დაისჯება.

არსებობს ეჭვი, რომ მახაჩევმა ვოლკანოვსკისთან ბრძოლის წინ დოპინგის დასამალად აკრძალული ნივთიერება გამოიყენა. თუ ეს ბრალდება დამტკიცდება შესაძლოა მახაჩევმა 2 წლით UFC-ში ვეღარ იბრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს ისლამმა ვოლკანოვსკი დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულიც შეინარჩუნა.

ისლამ მახაჩევს 2 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

სტატიის ავტორი
-