ხაბიბი კონორს სასტიკ გაფრთხილებას უგზავნის

დაუმარცხებელი რუსი, ხაბიბ ნურმაგომედოვი აბუ-დაბიში, 7 სექტემბერს, UFC 242-ის ტიტულის დაცვას დასტინ პორიესთან ბრძოლაში შეეცდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონორ მაკგრეგორი აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრებას აპირებს.

ნურმაგომედოვი ირლანდიელს მოახლოვებულ დაპირისპირებამდე სასტიკ გაფრთხილებას უგზავნის.

“აბუ-დაბის დატოვება ნიუ-იორკიდან წასვლაზე რთული იქნება. თუ კონორი მოსვლას და ბრძოლის ყურებას გეგმავს, მოვიდეს, მაგრამ მისი ცუდი საქციელი იქ აღარ იმუშავებს. აბუ-დაბი წარმოდგენების ადგილი არ არის,” – თქვა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ერთმანეთთან ბოლო დაპირისპირება ინციდენტით დასრულდა.

ხაბიბი კონორს სასტიკ გაფრთხილებას უგზავნის

სტატიის ავტორი
-