კონორ მაკგრეგორი საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომელიც გულშემატკივარს იმედს აძლევს, რომ ის ოქტაგონზე მალე დაბრუნდება.
“მზად იყავით თარიღისთვის” – წერს ირლანდიელი საკუთარ Twitter-ზე.
33 წლის მებრძოლა ბოლო შეხვედრა ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, ფეხის საშინელი ტრავმით დაასრულა. უამრავი მებრძოლია, რომელსაც მაკგრეგორთან დაპირისპირება სურს. გასული წლის ზაფხულში მაიკლ ჩენდლერმა ღიად დააფიქსირა, რომ მზად იყო კონორთან ოქტაგონის გასაზიარებლად.