კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია

კონორ მაკგრეგორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მისი ანაზღაურება ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ საოცნებოა.

UFC-ს ვარსკვლავი არასდროს ერიდება ძვირფასი ნივთების შეძენას, რაც ნათლად გამოიხატება მისი საათების კოლექციიდან.

31 წლის სუპერვარსკვლავმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ახალი საათის ფოტო, რომელიც მართლად შთამბეჭდავია.

კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია 1

ეს საათი სპეციალურად მაკგრეგორისთვის დამზადდა. საათს ნიანგის კანის სამაჯური და პლატინის გარსი აქვს. ღირებულება – 80 000 ევრო

ეს თანხა არაფერია იმასთან შედარებით, რაც მაკგრეგორის მთლიანი კოლექცია ერთად ღირს.

ირლანდიელი სპორტსმენის ყველაზე ძვირად ღირებული საათი 105 000 ევრო დაჯდა.

კონორს მუდამ უკეთია ხელზე საათი, სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს.

კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია 2კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია 3
2017 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე, მაკგრეგორს 27 000 ევროიანი საათი ეკეთა.

კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია 4
კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია 5

კონორის საყვარელი საათი მოდელი “Sky-Dweller” გახლავთ. მისი ფასი სხვებთან შედარებით იაფია( 33 000 ევრო ), მაგრამ ირლანდიელისთვის ის განსაკუთრებულია.

კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია 6კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია 7

წლების განმავლობაში მაკგრეგორს არაპუნქტუალურობის იმიჯი შეექმნა, რადგან თითქმის ყოველთვის აგვიანებს სხვადასხვა პრესკონფერენციასა თუ ღონისძიებაზე.

არადა ირალნდიელს ასეთი ძვირფასი საათები აქვს და ყოველთვის შეუძლია “განსაზღვროს” დრო.

კონორ მაკგრეგორის საათების კოლექცია

სტატიის ავტორი
-