უახლოეს მომავალში კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს ვერ დაუბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას MMA Mania ავრცელებს.
რამდენიმე თვიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა USADA-ის პროგრამა დატოვა.
ჯერ კიდევ სექტემბერში, TSN-ის თანამშრომელმა აარონ ბრონშტეტერმა ღრმად შეისწავლა USADA-ს საჯარო მონაცემთა ბაზა და აღმოაჩინა, რომ კონორ მაკგრეგორი იყო ერთადერთი მებრძოლი UFC-დან, რომელიც 2022 წელს არ შემოწმებულა დოპინგზე.
თითქმის აშკარაა, რომ მაკგრეგორის გვარი შეგნებულად ამოიღეს USADA-ს პროგრამიდან, რადგან ის ფეხზე ჯერ კიდევ მკურნალობს. რეაბილიტაციის პროცესში სპორტსმენი ისეთ ნივთიერებებს იღებს, რომლებიც USADA-ს მიერ აკრძალულია.
ის, რომ მაკგრეგორი უცხო ნივთიერებებს იღებს აშკარაა, ამაზე თავად მებრძოლის მიერ გავრცელებული ფოტოები მეტყველებს. ბოლო დროის განმავლობაში ყოფილმა ჩემპიონმა საკმაოდ დიდი კუნთური მასა მოიმატა და ამას არც მალავს.
![კონორის ოქტაგონზე დაბრუნება 2023 წლის შუა რიცხვებადე გადაიდო 1 კონორის ოქტაგონზე დაბრუნება 2023 წლის შუა რიცხვებადე გადაიდო 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2022/10/RAS-TALKSPORT-CONOR-MCGREGOR.jpg)
UFC 280-დასრულების შემდეგ კონორმა პოსტი გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით წაშალა, სადაც ახალ ჩემპიონს ისლამ მახაჩევს იწვევდა.
“კარგი ბრძოლა და კარგი შესრულება. არსენალში საკმარისი იარაღი მაქვს, რომ ეს სტილი დავამარცხო.”
ორგანიზაცია ირლანდიელ მებრძოლს 6 თვეს აძლევს, თუ ამ დროში მაკგრეგორის ორგანიზმი სუფთა არ იქნება, ის ოქტაგონზე ვერ შევა.