მაკგრეგორმა ის პაბი შეიძინა, რომელშიც 2019 წელს იჩხუბა | 50 წლის მამაკაცს პაბში შესვლა აეკრძალა

2019 წელს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი სკანდალში გაეხვა.

UFC-ის მებრძოლმა ირლანდიურ ბარში უცნობ მამაკაცს დაარტყა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მაკგრეგორმა პაბში მყოფი ადამიანები მის მიერ გამოშვებულ ვისკიზე დაპატიჟა, თუმცა ერთ-ერთი მამაკაცისგან შემოთავაზებაზე უარი მიიღო. სწორედ ამან გააღიზიანა კონორი, რასაც უცნობი პირისთვის ხელის დარტყმა მოჰყვა. ამის შემდეგ, მაკგრეგორი ორმა პიროვნებამ ბარიდან იძულებით გაიყვანა.

ამჟამინდელი რეალობა ასეთია – კონორ მაკგრეგორმა, ბარი, რომელშიც ინციდენტი შეემთხვა, სრულიად იყიდა და დააწესა ერთი უპირობო შეზღუდვა – ზემოთხსენებული 50 წლის მამაკაცი ბარში ვეღარასოდეს შევა.

“ამ ადამიანს პაბში შემოსვლის უფლება იქამდე ჰქონდა, სანამ მისი ქმედება საზღვრებს გაცდებოდა”, – აცხადებს კონორ მაკგრეგორი.

იხილეთ ჩხუბის ამსახველი კადრები

მაკგრეგორმა ის პაბი შეიძინა, რომელშიც 2019 წელს იჩხუბა | 50 წლის მამაკაცს პაბში შესვლა აეკრძალა 1

მაკგრეგორმა ის პაბი შეიძინა, რომელშიც 2019 წელს იჩხუბა | 50 წლის მამაკაცს პაბში შესვლა აეკრძალა

სტატიის ავტორი
-