მძარცველთან ჩხუბისთვის გათავისუფლებული გამყიდველი UFC-ში მიიწვიეს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ხელმძღვანელმა დეინა უაიტმა სამსახური შესთავაზა ჰავაის კუნძულებზე, მაღაზია BestBuy-ის ყოფილ გამყიდველს, სამერ ტაპასა-სატარაკის, რომელიც მძარცველთან ჩხუბის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ უაიტი Instagram-ზე წერს.

უაიტის განცხადებით, ის ახალგაზრდა ქალს კონორ მაკგრეგორსა და დონალდ სერონეს შორის ბრძოლის ბილეთებს გადასცემს და UFC-ში მუშაობას შესთავაზებს.

ინციდენტი ჰავაის კუნძულებზე გასული წლის დეკემბერში მოხდა. სამერ ტაპასა-სატარაკიმ ძალის გამოყენებით შეაჩერა კაცი, რომელიც მაღაზიიდან ყუთის გატანას ცდილობდა.

მაკგრეგორისა და სერონეს ბრძოლა 19 იანვარს გაიმართება.

წყარო: imedinews.ge

მძარცველთან ჩხუბისთვის გათავისუფლებული გამყიდველი UFC-ში მიიწვიეს

სტატიის ავტორი
-