“მკვლელი პატარა ქართველი მებრძოლი” – კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილს წარმატებები უსურვა

როგორც მოგეხსენებათ, 12 მარტს ქართული MMA-სთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მერაბ დვალიშვილი UFC Vegas 71-ზე რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ საჩემპიონო ბრძოლაც მიიღოს.

შეხვედრის თარიღი ახლოვდება და მზადების პროცესიც უფრო და უფრო რთულდება. იმის გამო, რომ UFC PI-ში პიოტრ იანი ვარჯიშობდა, მერაბმა ორთაბრძოლისთვის მზადება UFC APEX-ში გააგრძელა. სწორედ აქ შეხვდა ქართველი “მანქანა” MMA-ს სამყაროში გამორჩეულ მებრძოლს კონორ მაკგრეგორს. მერაბთან შეხვედრას ირლანდიელი საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და მას წარმატებებიც უსურვა.

“მკვლელი პატარა ქართველი მებრძოლი. წარმატებებს გისურვებ.” – წერს კონორი საკუთარ Instagram-ზე.

"მკვლელი პატარა ქართველი მებრძოლი" - კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილს წარმატებები უსურვა 1

როგორც მოგახსენეთ, იანისა და დვალიშვილის დაპირისპირება 12 მარტს შედგება. აღნიშნული დაპირისპირება გამთენიისას გაიმართება. UFC Vegas 71-ის მთავარი ბრძოლები თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მერაბის ბრძოლა საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.

“მკვლელი პატარა ქართველი მებრძოლი” – კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილს წარმატებები უსურვა

სტატიის ავტორი
-