MMA-ის მებრძოლის საშინელმა ტრავმამ ინტერნეტ სივრცე მოიცვა  | VIDEO

ტრავმები MMA-სთვის უცხო არ არის. არაერთხელ გვინახავს გახეთქილი წარბი, მოტეხილი ფეხი ან ხელი, მაგრამ რასაც ახლა იხილავთ ალბათ ნამდვილად გაგაოცებთ.

მებრძოლი ბლეიკ პერი სოციალურ ქსელში პოპულარული მისმა ცხვირმა გახადა. მეორე პროფესიონალური ბრძოლის დროს, ბლეიკს მეტოქე მარსელ მაკკეინისგან ძლიერად მოხვდა მუხლი ცხვირში. ტაინალდური კრივის კლასიკური დარტყმის შემდეგ პერის ცხვირმა S ფორმა მიიღო. საშინელი ტრავმის მიუხედავად მებრძოლს მაინც სურდა შეხვედრის გაგრძელება, თუმცა, მსაჯმა ამის უფლება არ მისცა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Blake Perry (@blakemma170)


ტრავმის მიუხედავად, პერი კარგ განწყობაზე იყო, ინსტაგრამზე მადლობა გადაუხადა მეტოქეს და გაამხილა, რომ შემდეგი ბრძოლა ამ შაბათ-კვირისთვის უკვე დაჯავშნილია.

MMA-ის მებრძოლის საშინელმა ტრავმამ ინტერნეტ სივრცე მოიცვა | VIDEO

სტატიის ავტორი
-