UFC-ის ყოფილი მებრძოლი ნეით დიასი პოლიციას ჩაბარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მებრძოლი ამერიკის დროით 7:10 საათზე ნიუ ორლეანსის პოლიციის დეპარტამენტში თავად მივიდა.
ნეითს ბრალი ქუჩის ჩხუბში ედება, რომელშიც მან ერთ-ერთი ადამიანი გათიშა.
აღნიშნულის გამო, მებრძოლს რვა წლიანი პატიმრობა ან $2000-იანი ჯარიმა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ დიასს სულ მალე ბრძოლა ელის. მისი მოწინააღმდეგე ჯეიკ პოლი იქნება. მათი დაპირისპირება 5 აგვისტოს დალასში გაიმართება.
ნეით დიასი გამორჩული მებრძოლი იყო, რომელსაც შთამბეჭდავი რეკორდი აქვს MMA-ში. UFC-ში ასპარეზობის დროს არაერთ კარგ მებრძოლს დაპირისპირებია, მათ შორის კონორ მაკგრეგორსაც, რომლის დამარცხებაც 2016 წელს შეძლო.