დღეს, ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ჯოშ ემეტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დაპირისპირება, რომელიც საღამოს მთავარი ბრძოლა იყო, ფლორიდაში, ჯექსონვილში შედგა. შეხვედრა ,,მატადორის” აშკარა უპირატესობით წარიმართა. ილიამ მეტოქეს 5-ვე რაუნდში აჯობა. Insidesport.in-ის ინფორმაციით, თოფურიამ დღევანდელი მოგებით სულ 130 000 დოლარი გამოიმუშავა – 50 000 დოლარი დღის ბრძოლის ბონუსი, 80 000 დოლარი კი გარანტირებული თანხა. თოფურიას, რომელიც დაუმარცხებელია, […]