ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტთან მოგებით

დღეს, ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ჯოშ ემეტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დაპირისპირება, რომელიც საღამოს მთავარი ბრძოლა იყო, ფლორიდაში, ჯექსონვილში შედგა.

შეხვედრა ,,მატადორის” აშკარა უპირატესობით წარიმართა. ილიამ მეტოქეს 5-ვე რაუნდში აჯობა.

Insidesport.in-ის ინფორმაციით, თოფურიამ დღევანდელი მოგებით სულ 130 000 დოლარი გამოიმუშავა – 50 000 დოლარი დღის ბრძოლის ბონუსი, 80 000 დოლარი კი გარანტირებული თანხა.

თოფურიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება დაუგროვდა. დღევანდელ ბრძოლამდე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილს იკავებდა.

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ ჯოშ ემეტთან მოგებით

სტატიის ავტორი
-