“ყველაზე დაბალი საბრძოლო IQ ახალი თაობის წინააღმდეგ” – ცარუკიანი მაიკლ ჩენდლერს იწვევს

არმან ცარუკიანმა UFC-ის გამორჩეული მებრძოლი მაიკლ ჩენდლერი გამოიწვია. სომეხი თვლის, რომ დროა ჩენდლერმა საკუთარი პოზიცია დაიცვას.

“ჰეი მაიკლ, დროა შენი პოზიცია დაიცვა. ყველაზე დაბალი საბრძოლო IQ შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი თაობის წინააღმდეგ. მე შენ მწვერვალზე ვერ გხედავ.”

https://twitter.com/ArmanUfc/status/1618965521936060417

არმანი UFC-ის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება ხოლო, ჩენდლერი მე-5 ადგილზეა. ცარუკიანისთვის ეს ბრძოლა კარგი შესაძლებლობა იქნება გულშემატკივარს თავი კიდევ ერთხელ შეახსენოს. სომეხმა ბოლო ბრძოლა 17 დეკემბერს დამირ ისმაგულოვთან ჩაატარა და ყაზახი მეტოქე დაამარცხა. რაც შეეხება ჩენდლერს, მისი ბოლო ბრძოლა 12 ნოემბერს შედგა და დასტინ პორიეს წინააღმდეგ დამარცხდა.

ჯერჯერობით, მაიკლს ამ გამოწვევაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა, გულშემატკივარში ამ ბრძოლამ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

“ყველაზე დაბალი საბრძოლო IQ ახალი თაობის წინააღმდეგ” – ცარუკიანი მაიკლ ჩენდლერს იწვევს

სტატიის ავტორი
-