რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამარჯვებით

UFC 264-ზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ილია თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელის სტატუსს ატარებს, მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი მებრძოლის ოპონენტი რაიან ჰოლი გახლდათ, რომელიც პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.

თოფურიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და როგორც აღვნიშნეთ მარცხის გრაფაში კვლავ 0-იანი რჩება.



საყურადღებოა, რომ თოფურიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებაში 100%-ით იყო დარწმუნებული და თავს პლანეტის საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევს, ამჟამინდელი რეალობის თანახმად საპირისპირო აზრის გამოთქმა ნებისმიერ მებრძოლს გაუჭირდება, ვინაიდან ილია თითოეულ ორთაბრძოლაში ამტკიცებს, რომ საუკეთესოთა შორისაა.

აღნიშნული გამარჯვების შედეგად თოფურიას 44,000$ ხვდა წილად, მის ოპონენტს კი 41,000$.

 

რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამარჯვებით

სტატიის ავტორი
-