რომან დოლიძის მომავალი მეტოქე ცნობილია

რომან დოლიძის მეტოქე ამერიკელი ფილ ჰოუსი იქნება. მათი შეხვედრა ოქტაგონზე 29 ოქტომბერს, ლას-ვეგასში UFC Apex-ში შედგება.

 

ქართველს ბოლო ბრძოლა ამერიკელი კაილ დაკასის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული და ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა. რაც შეეხება მის მეტოქეს, ფილმა ბოლო ბრძოლა მეორე რაუნდში ნოკაუტით, დორენ ვინის, წინააღმდეგ მოიგო. ჰოუსს ბოლო 5 ბრძოლიდან მხოლო ორი გამარჯვება აქვს. რომანს კი, UFC-ში ჩატარებული სამი ბრძოლიდან ორი აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს ილია თოფურია ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდბა.

რომან დოლიძის მომავალი მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-