“შენთან ერთად სიამოვნებით ვივარჯიშებდი” – მერაბ დვალიშვილმა ცუკერბერგს მიმართა

სოციალური პლატფორმა Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ძალები საბრძოლო ხელოვნებაში მოსინჯა. ამჯერად ცუკერბერგმა არჩევანი ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ პირველივე შეჯიბრზე მან ოქროსა და ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა. მის დებიუტს გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილიც, რომელმაც მარკს მასთან ერთად ვარჯიში შესთავაზა.

“გილოცავ ზაკ ყოჩაღ. შენთან ერთად სიამოვნებით ვივარჯიშებდი” – წერს მერაბი ცუკერბერგის პოსტზე.

საინტერესოა, რომ Facebook-ის დამფუძნებელს მერაბის შემოთავაზება მოეწონა და ასეთი პასუხი გასცა:

“მოდი ეს გავაკეთოთ. მე ჭიდაობაში ვარჯიში მჭირდება.”

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ UFC-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა ჰენრი სეჰუდო მერაბ დვალიშვილთან დაპირისპირებას ითხოვა.

Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, სეჰუდომ ორგანიზაციის პრეზიდენტს, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის ორგანიზება სთხოვა.

ეს დასასრული არაა. მერაბ დვალიშვილის თავი მსურს ლანგრით

“შენთან ერთად სიამოვნებით ვივარჯიშებდი” – მერაბ დვალიშვილმა ცუკერბერგს მიმართა

სტატიის ავტორი
-