თოფურია ვოლკანოვსკიზე: ,,ყველაზე მოსაწყენი ბრძოლა იყო, რაც აქამდე მინახავს”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და იაირ როდრიგესის შეხვედრის შემდეგ, ავსტრალიელზე ისაუბრა:

,,ვოლკანოვსკის ბრძოლას ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ეს იყო ყველაზე მოსაწყენი ბრძოლა, რაც აქამდე მინახავს.

მასთან შეხვედრა ჩემთვის დიდი მოტივაცია იქნება, ის დიდებული ჩემპიონია, რომელმაც ქამარი ბევრჯერ დაიცვა. ასე რომ, მისნაირი მეტოქის დამარცხება ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად, დიდი მოტივაციაა.

არ ვიცი, რა მდგომარეობაში იქნება მისი მხარი (ვოლკანოვსკიმ განაცხადა, რომ მსუბუქი ოპერაცია სჭირდება), მაგრამ თუ გამოჯანმრთელდება, დეკემბერში უნდა ვიჩხუბოთ.

ბევრი გზა მაქვს იმისთვის, რომ ვოლკანოვსკი დავანოკაუტო. ყველა ვნახავთ რა მოხდება დეკემბერში, როცა ერთმანეთს შევხვდებით,” – თქვა თოფურიამ.

დღეს ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა. მის ანგარიშზე UFC-ში 13 მოგება და 1 მარცხია (ისლამ მახაჩევთან).

თოფურიამ ვოლკანოვსკისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ავსტრალიელი მისნაირს აქამდე არავის შეხვედრია.

ილიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

თოფურია ვოლკანოვსკიზე: ,,ყველაზე მოსაწყენი ბრძოლა იყო, რაც აქამდე მინახავს”

სტატიის ავტორი
-