ცნობილია რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა ნურმაგომედოვმა პორიესთან ბრძოლისთვის

ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC 242-ში ტიტულის დასაცავად დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და მეტოქე 3 რაუნდში დაამარცხა.

უცხოური მედია მებრძოლების მიერ გამომუშავებული თანხების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ნურმაგემოდვმა შაბათს გამართული ბრძოლისთვის 6 090 000 მილიონი დოლარი მიიღო. რაც შეეხება დასტინ პორიეს, 30 წლის მებრძოლის გამომუშავებული თანხა ხაბიბთან შედარებით საგრძნობლად მცირეა – 290 000 დოლარი.

UFC-ს მთავარი ბრძოლის გარდა, გაიმართა სხვა შეხვედრებიც, ნურმაგომედოვისა და პორიეს შემდეგ კი ყველაზე მეტი თანხა 28 წლის ამერიკელმა, კურტის ბლეიდსმა მიიღო – 165 000 დოლარი.

ჩვენთვის ალიან საინტერესოა ლიანა ჯოჯუა, რომელიც პირველი ქართველი ქალია UFC-ში. სადებიუტო შეხვედრაში ის სარა მორასსთან დამარცხდა, თუმცა 15 900 დოლარი გამოიმუშავა.

ცნობილია რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა ნურმაგომედოვმა პორიესთან ბრძოლისთვის

სტატიის ავტორი
-