სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალშია – მომავალი მეტოქე რეიტინგში პირველია

ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიპიადაზე მეორე დაპირისპირება მოიგო.

ქართველმა მოფარიკავემ მერვედფინალში ეგვიპტელი მეტოქე, ზიად ელსისი (24) 15:12 დაამარცა და მეოთხედფინალში გავიდა.

სანდრო ბაზაძე მომავალ შეხვედრას მსოფლო რეიტინგის პირველ ნომერთან, ო სან უკისთან (სამხრეთ კორეა) გამართავს, რომელმაც მოჰამედ ამერს (ეგვიპტე) 15:9 მოუგო. დაპირისპირება თბილისის დროით 10:55 საათზეა ჩანიშნული.

სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალშია – მომავალი მეტოქე რეიტინგში პირველია

სტატიის ავტორი
-