სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა (ვიდეო)

ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე პირველი დაპირისპირება დათმო.

ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში რეიტინგის მეოთხე ნომერთან, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან – არონ შილადისთან (უნგრეთი) 13:15 დაამარცდა.

სანდრო ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ლუიჯი სამელესა (იტალია) და კიმ ჯონ ხვანის (სამხრეთ კორეა) წყვილში დამარცხებული იქნება.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა თბილისის დროით 15:20 საათზეა ჩანიშნული.


სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა (ვიდეო) 1

სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-