საქართველო 13:12 ავსტრალია – ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს თასზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა. პოდგორიცაში, საქართველოსა და ავსტრალიას შორის გამართული დრამატული მატჩი საქართველოს გამარჯვებით, 13:12 დასრულდა.

მონტენეგრო პირველი დივიზიონის B-ჯგუფის მატჩებს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგროს, საბერძნეთის, ესპანეთის, ავსტრალიისა და სერბეთის ნაკრებები ასპარეზობენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პირველი მატჩი სწორედ მასპინძელი მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და ასევე დრამატულ დაპირისპირებაში, ბოლო წამებზე გაშვებული ბურთით 13:12 დამარცხდა. მომდევნო მატჩს ქართველი წყალბურთელები 10 მარტს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.

B-ჯგუფის საუკეთესო სამეული მსოფლიოს თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება.

საქართველო 13:12 ავსტრალია – ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს თასზე

სტატიის ავტორი
-