საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება

19 მაისს ვირტუალურ წრიულ რბოლაში საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი გაიმართება.

რბოლებს სამხრეთ აფრიკის  “Kyaimi Grand Prix Circuit-ს ვირტუალური ავტოდრომი უმასპინძლებს. საერთო ჯამში 25 – მდე გამოცდილი სიმ რეისერი 1 საკვალიფიკაციო და 2 სარბოლო გარბენს შეასრულებს. სიმ რეისერები თითო რბოლაზე 13 წრეს დაფარავენ.

განვლილი 4 ეტაპის ქულათა ჯამით ჩემპიონატს ნიკა კობოსნიძე ლიდერობს, რომელსაც 1 ქულით სანდრო თავართქილაძე ჩამორჩება, ხოლო მესამე ადგილს დათუნა არჯევანიძე იკავებს.

რბოლებს პირდაპირ ეთერში ჩემპიონატის დამფუძნებელი ბექა ჯიქია და ლევან მიმინოშვილი უკომენტირებენ.

ასევე, რბოლის დასრულების შემდეგ სპეციალურად მაყურებლისთვის პოდიუმის წევრი სიმ რეისერები პირდაპირ ეთერში მცირე ინტერვიუს სახით ჩაერთვებიან და განვლილ რბოლას შეაფასებენ.

ჩემპიოანტი კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

შეგახსენებთ, რომ სიმულირებული რბოლები ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა. 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე Olympic Virtual Series (OVS) – ის ოთხი სახეობიდან ერთ-ერთი ვირტუალური რბოლა იქნება.საქართველოში კომპანია სიმულექს რეისინგი კი სსსფ-ს გუნდთან ერთად უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ვირტუალური რბოლების პოპულარიზებასა და განვითარებაზე.

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება

| სხვა, სხვა |
სტატიის ავტორი
-